“ასეთი სუსტი და სასოწარკვეთილი არაფერი მინახავს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

29 Jun 2021 15:50

„ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ასე ეხმაურება:


„ყველაფერი თვითონ თქვა თავის თავზე რაც სხვას უნდა ეთქვა. ასეთი სუსტი და სასოწარკვეთილი არაფერი მინახავს”


ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, იმ ბრალდების საპასუხოდ, რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებული იყო, განაცხადა:


“თქვენ ახლა ესაუბრებით მიხეილ სააკაშვილს, მე მაქვს ისტორიული როლი ნათამაშები ევროპის ისტორიაში, იმიტომ, რომ შვედეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად ინიციატორი ვარ აღმოსავლეთის პარტნიორობის შექმნისა და მაშინდელ ევროკომისიის პრეზიდენტ ბაროსოსთან. როდესმე, როდესმე, რომელიმე ქართველი, ღმერთმა ქნას, შემდეგი ხუთასი წლის განმავლობაში მოესწროს იმას, რომ დიდი ევროპული ორგანიზაციის სათავეში იყოს”.


ალია




კომენტარები:

ფართი შოპი