აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მოქალაქე პაატა კოღუაშვილის საკანონმდებლო წინადადებას მხარი დაუჭირა

29 Jun 2021 17:51

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა და მხარი დაუჭირა მოქალაქე პაატა კოღუაშვილის საკანონმდებლო წინადადებას, რომლის საფუძველზეც კომიტეტი   საკანონმდებლო პაკეტზე დაიწყებს მუშაობას.

 

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ პაატა კოღუაშვილის საკანონმდებლო წინადადება „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტს ეხება.

 

„კომიტეტმა განახორციელა მოკვლევა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონის აღსრულების კონტროლის ფარგლებში  და შესაბამისი რეკომენდაციებიც შეიმუშავა, რომელთა შორის გარკვეულწილად გათვალისწინებულია პაატა კოღუაშვილის საკანონმდებლო წინადადებებით განსაზღვრული ზოგიერთი საკითხიც. თუმცა, ახლა შემოთავაზებული საკანონმდებლო წინადადების ზოგიერთი ასპექტი სრულად შეესაბამება კომიტეტის რეკომენდაციებს, გააგრძელოს კომიტეტმა მუშაობა საკითხთან დაკავშირებით და კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშაოს“, - განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა.

 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა მოქალაქის საკანონმდებლო წინადადებას იმ დათქმით, რომ მასში მოცემული საკითხების ნაწილი სრულად ჰპოვებს ასახვას კომიტეტის მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებებში, ნაწილზე კი გაიმართება დამატებითი მსჯელობა.

 




კომენტარები:

ფართი შოპი