მაკა ბოჭორიშვილი გაეროს განვითარების პროგრამის ექსპერტს შეხვდა

29 Jun 2021 20:09

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ მოწვეულ საერთაშორისო ექსპერტს, კანადის პარლამენტის ყოფილ წევრს, სარმიტ ბულტეს შეხვდა.

 

შეხვედრაზე პარლამენტში თემატური მომხსენებლის ინსტიტუტის განვითარების საკითხზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით, ევროპარლამენტის, ასევე, საზღვარგარეთის ქვეყნების პრაქტიკა მიმოიხილეს.

კომიტეტის თავმჯდომარემ სარმიტ ბულტეს კომიტეტის გამოცდილება  გაუზიარა. მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საპარლამენტო საქმიანობის უფრო ეფექტიანად წარმართვისთვის მნიშვნელოვანი იქნება თემატური მომხსენებლის ინსტიტუტთან დაკავშირებული მექანიზმების გაუმჯობესება და მისი პრაქტიკაში აქტიურად გამოყენება.

 

შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით გაიმართა.



 


კომენტარები:

ფართი შოპი