"რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი" შოთა ბურჯანაძე გამოდის ინიციატივით, სამუშაო დღე ქვეყნის მასშტაბით 8 საათზე წაიყოს და 16 საათზე დამთავრდეს. ამის შესახებ ბურჯანაძემ მედიაცენტრ "მთავარში" დღეს, 28 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ თუ სამუშაო დღე 18:00/19:00 საათის ნაცვლად 16:00 საათზე დასრულდება, ადამიანებს მეტი დრო ექნებათ საკუთარი თავისთვის და ეკონომიკაშიც მეტი თანხა ჩაბრუნდება:
"უმნიშვნელოვანესია, რომ 8 საათზე იწყებოდეს ყველა ის სამსახური, რომელიც დღესდღეობით 10 საათზე იწყება და 2 საათით ადრე შევქმნათ პრეცედენტი ქვეყანაში გაღვიძების. 4 საათზე დასრულებული სამსახურის შემდეგ ადამიანს უფრო მეტი დრო რჩება თავის თავისთვის, ოჯახისთვის, საზოგადოებისთვის და ეს ბევრი დროის დარჩენა ნიშნავს, რომ ეკონომიკაში მეტი თანხა იტრიალებს.
6-7 საათზე სამსახურის დამთავრების შემდეგ ადამიანს არანაირი ხასიათი არ გააჩნია, სადმე წავიდეს, თავის თავს მიხედოს იმიტომაც, რომ უკვე დაკეტილი ხვდება ყველა შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, ქვეყანაში მენტალური ცვლილებების პირველი ნაბიჯად ეს გვესახება", - აცხადებს შოთა ბურჯანაძე.