"ბიჭმა სიკვდილის წინ დაიძახა - უთხარით, რომ მიყვარსო" - ქართველ გოგოზე შეყვარებულმა ინდოელმა ბიჭმა ნარიყალაზე თავი მოიკლა

29 May 2018 13:28

ნარიყალის ტერიტორიიდან ბოტანიკურ ბაღში ინდოეთის მოქალაქე გადახტა და თავი მოიკლა. როგორც imedinews-ს შსს-ში უთხრეს, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.


საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


imedinews-ის ინფორმაციით, გარდაცვლილი 21 წლის ბიჭია, თვითმკვლელობის მიზეზი სასიყვარულო ურთიერთობა გახდა. ამ ამბავს თვითმხილველები შეესწრნენ, რომლებიც ამბობენ, რომ ბიჭმა გადახტომამდე დაიძახა: უთხარით, რომ მიყვარსო.


კომენტარები:

ფართი შოპი