„ბავშვის მამობას არ აღიარებდა ერთი „ვაშკაცი“ - ბაია პატარაია

29 Jun 2021 23:19

უფლებადამცველი, სამოქალაქო აქტივისტი და ორგანიზაცია "საფარის" დამფუძნებელი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს სოციალურად დაუცველ, მარტოხელა დედებს მიმართავს. მიმართვაში პატარაია მამობის აღაირებაზე საუბრობს და ქალებს რჩევებს აძლევს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ შემთხვევებში.


„წეღან ერთი კუდრაჭა ბიჭის ფოტო ჩამიგდო სოციალურად დაუცველმა მარტოხელა დედამ, რომ მენახა, ვის დავეხმარეთ. ბავშვის მამობას არ აღიარებდა ერთი "ვაშკაცი", დედას კი დნმ ანალიზის ფული არ გააჩნდა. ბავშვი იყო მამის და ალიმენტის გარეშე დარჩენილი. ჩავერთეთ და სასამართლოს დაწყებისთანავე თავისით აღიარა მამობა, ანუ ბავშიკი ალიმენტსაც მიიღებს.


თუ ხართ სიციალურად დაუცველი მარტოხელა დედა და ბავშვს მამა არ აღიარებს, მოგვმართეთ და დაგეხმარებით. წლებია, ამ კანონს ვუტევთ და ყოველთვის იმ ეტაპზე ვიგებთ საქმეს, ვიდრე კანონამდე მივალთ. არადა კანონს რომ პრობლემა აქვს, ამის დამტკიცებას ვცდილობთ.


Nino Andriashvili რანაირად აღიარებინე იმ კაცს მამობა ასე სწრაფად?", - წერს ბაია პატარაია სოციალურ ქსელში.


digest.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი