„ვინც რა უნდა ის თქვას, ვირუსი უკვე დამარცხების გზაზეა... ყველაფერი კარგად იქნება" - ფხაკაძის იმედიანი პროგნოზი

30 Jun 2021 13:31

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ ისრაელში და დიდ ბრიტანეთში, სადაც „დელტა“ შტამი დომინანტია, სიკვდილიანობის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. ეს შედეგი მაღალეფექტური იმუნიზაციის პროცესითაა განპირობებული.


„ციფრები ჯიუტია. ნახეთ ისრაელი და დიდი ბრიტანეთი… ორივე ქვეყანაში კორონა ვირუსის „დელტა“ ვარიანტი უკვე დომინანტია და რას ვხედავთ?! – სიკვდილიანობა ორივე ქვეყანაში საკმაოდ დაბალია. რატომ?! – მაღალეფექტური ვაქცინების შედეგად..


ვინც რა უნდა თქვას, ეს ვირუსი უკვე დამარცხების გზაზეა. მაგრამ, ვინ დაამარცხებს პირველი, ეს არის მთავარი და გვახსოვდეს, ვინც დაამარცხებს, ის მიიღებს ეკონომიკურ „ბონუსებს“… 


საქართველოში ჩვენ ჩვენს თავს თუ არ მივხედავთ, ევროპელი და ამერიკელი მეგობრები სექტემბრიდან/ოქტომბრიდან მოგვხედავენ. ყველაფერი კარგად იქნება. ჯანმრთელობას გისურვებთ“, – წერს გიორგი ფხაკაძე.


რეზონანსი




კომენტარები:

ფართი შოპი