იაგო ხვიჩია - თამარ ჟვანიას გადადგომა ლოგიკურია, დარწმუნებული ვარ, სხვა საპატიო ადგილზე გადაიყვანენ

30 Jun 2021 15:25

თამარ ჟვანიას გადადგომა ლოგიკურია, დარწმუნებული ვარ, სხვა საპატიო ადგილზე გადაიყვანენ, - ასე ეხმიანება „გირჩის“ დეპუტატი იაგო ხვიჩია თამარ ჟვანიას ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომას.


როგორც ხვიჩია აღნიშნავს, ამ პოსტზე ჟვანიას დარჩენა თავად „ქართული ოცნებისთვის" აღარ იყო მიზანშეწონილი.


„ჩემთვის მოსალოდნელი იყო ეს გადადგომა, იმდენად დისკრედიტირებული იყო წინა პროცესი არჩევნების, რომელიც ქალბატონი ჟვანიას მეთაურობით ჩატარდა, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებდა, შემდეგ არჩევნებზე ეს პრობლემა მოეხსნა. ამიტომ, ლოგიკურია ეს ამბავი და დარწმუნებული ვარ, ქალბატონ ჟვანიას გადაიყვანენ სხვა საპატიო ადგილზე“, - განაცხადა ხვიჩიამ.


კითხვაზე, ხომ არ ყოფილა კონსულტაციები ოპოზიციაში წინასწარ, რადგან გადადგომის მოლოდინი გარკვეულწილად არსებობდა, თუ ვინ წარმოედგენიათ ცესკო- ს თავმჯდომარის თანამდებობაზე, ხვიჩია ამბობს, რომ არ ყოფილა კონსულტაციები.


„ჩვენ, რა თქმა უნდა, „გირჩის" წარმომადგენელი წარმოგვიდგენია, თუ რა თქმა უნდა. ამის საშუალება იქნება“, - განაცხადა ხვიჩიამ.





კომენტარები:

ფართი შოპი