„ყველას ჰგონია, რომ ბევრი ფული მაქვს; სახლიც არ მაქვს და მანქანაც კი არ მყავს“ - ნიკა გვარამია

30 Jun 2021 17:30

ყოფილი მაღალჩინოსანი და სამაუწყებლო კომპანია „მთავარის“ დამფუძნებელი - ნიკა გვარამია არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკური ნიშნით გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს. გვარამიამ გადაცემაში „სთორი“განაცხადა, რომ მას მატერიალური კეთილდღეობა არ გააჩნია და მისი პატიმრობის შემთხვევაში ოჯახს ფინანსურად გაუჭირდება.


„ვიცი, რომ გისოსებს მიღმა მოვხვდები. ამაზე არც ვდარდობ, უბრალოდ ვნერვიულობ იმაზე, თუ რა ეშველება ჩემს ოჯახს. ძალიან ცუდად ვიცხოვრე... ყველას ჰგონია, რომ ბევრი ფული მაქვს; სახლიც არ მაქვს და მანქანაც კი არ მყავს. მინდა, რომ თუ დამაპატიმრებენ, ჩემი ოჯახის წევრები იყვნენ უზრუნველყოფილები და ბავშვებმა მიიღონ განათლება,“ - ამის შესახებ ნიკა გვარამიამ „ფორმულას“ ეთერში, გადაცემა „სთორიში“ განაცხადა.





კომენტარები:

ფართი შოპი