ტარანი თვლით არაა? 35 მლნ ლარი გაქვთ აღებული უმაქნისობისთვის… ამას დაუმატეთ ხელფასები, პრემიები, მანქანები, საწვავი… – ნინო მეტრეველი

30 Jun 2021 20:53

“ლეიბორისტული” პარტიის ანალიტიკური მდივანი, ნინო მეტრეველი:

ჩაფუშული ე.წ. ,,ქართული ოცნება” ელისაშვილის მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, ლეიბორისტებს 20008 წლის შემდეგ მილიონები აქვთ ბიუჯეტიდან დაფინანსების სახით მიღებული (სხვადასხვა ციდრს ასახელებენ) და სულ ბოიკოტში არიანო.


ამათზე ცნობილი ებრაული წყევლაა: ღმერთმა არც შენი გაცოდინოს და არც სხვისი გაგაგებინოსო… ერთი ჭკუის დამრიგებელი და კანონის წამკითხავი როგორ არ ყავთ?! ლეიბორისტული პარტია 2008-2012 წლებში მართლა იყო ცნობილი ბოიკოტის რეჟიმში პარლამენტში, რაღაც პერიოდი მართლა იღებდა კანონით გათვალისწინებულ დაფინანსებას, ისე როგორც ყველა სხვა ბოიკოტში მყოფი პარტია, სანამ მაშინდელი ხელისუფლება გაუუქმებდა.


2013 წლიდან პარტია კვლავ კვალიფიციური გახდა, თუმცა შემდეგ ვერცერთ პარლამენტში ვერ მოხვდა (5 % იყო ბარიერი), მაგრამ კვალიფიციური 3 %-ზე მეტი სულ ჰქონდა და დაფინანსებაც მიღებული ხმების მიხედვით. ანუ ბოიკოტში კი არა იყო, როგორც ამას ქოცების ,,ნადეჟდა” აცხადებს, ვერ შევიდა პარლამენტში, მაგრამ პარლამენტს გარეთ ბრძოლა და შრომა საკუთარი ქვეყნის და ხალხისთვის არ შეუწყვეტია. (ასე დაფინანსებას, კვალიფიციურობის მიხედვით სხვა რამდენიმე პარტიაც იღებდა).


ახლა უმაქნისი ,,ქართული ოცნების” ბიუჯეტიდან პარტიული დაფინანსების სახით მიღებული დავითვალოთ. ძილში და ქვეყნის ყვლეფაში რომ იღებდნენ და იღებენ.


ივანიშვილის პარტია დაფინანსებას 2012 წლის საპაელამენტო არჩევნების შემდეგ იღებს.


2020 წლამდე წელიწადში 2მლნ 200 ათას ლარს, ახლა_ 2 მლნ 300 ათასს. პლუს ქვოტირების 30 % და ყოველი არჩევნების დროს უნაზღაურდება 1 მლნ ლარი ბიუჯწტიდან.


ტარანი თვლით არაა? დავითვალოთ. 22 მლნ ლარი დაფინანება, ქვოტირების 7 მლნ და ყოველ არჩევნებზე 1 მლნ_ ხარჯების ანაზღაურებისთვი ( 7 არჩევნები. 3- საპარლამენტო, 2- ადგილობრივი, 2_ საპრეზიდენტო). უხეში თვლით 35 მლნ ლარი _ უმაქნისიბისთვის, ხალხის ყვლეფისთვის, საკუთარი კეთილმოწყობისთვის, ბიზნესის აწყობისთვის, სახელმწიფოს გაუქმებისთვის… ამას დაუმატეთ რანდენიმეათასიანი ხელფასები, პრემიები, მანქანები, საწვავი….


ალეკო ელისაშვილს ევარებოდეთ ქოცებო! მაგის ატატიატიკაზე რომ დაგიდგათ საქმე.”


ალია




კომენტარები:

ფართი შოპი