„ვიღაცები კუნთებზე იყურებიანო და იმუქრებიანო... დამარტყამთ, დაგარტყამთ! წერტილი!“- ნინო ჯანგირაშვილი

30 Jun 2021 21:01

1-დან 5 ივლისამდე ლგბტ თემს და მათ მხარდამჭერ ადამიანებს დედაქალაქში სხვა და სხვა აქტივობები აქვთ დაგეგმილი. მათ საჯაროდ გამოსვლას საზოგადოების გარკვეული ნაწილი ეწინააღმდეგება და კონტრაქციას გეგმავს. 


ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და თბილისი პრაიდის თემას ეხმაურება.


როგორც ჯანგირაშვილი წერს, ის წასვლას აპირებს, რადგან მისი თქმით, ყველა ადამიანი თანასწორია.


„ცოტა არ იყოს, რთული ცხოვრება მქონდა და მაქვს, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ არ ვარ და არც არასოდეს ვიქნები იქ და იმ მდგომარეობაში, სადაც კითხვაზე, უნდა ჩატარდეს თუ არა პრაიდი და უნდა დავიცვათ თუ არა უმცირესობების უფლებები, მომიწევს შევიშმუშნო და ვიბოდიალო – იცით რა... კი, მაგრამ... უფლებები უნდა დავიცვათ, მაგრამ.... და მსგავსი ნაგავი.

მოკლედ, გავდივარ სოლიდარობისთვის ღირსების მარშზე. ყველა ადამიანი თანასწორია და თანასწორობა ნიშნავს არა მხოლოდ „ეგდე შენთვის და არ გცემ“–ის უფლებას, არამედ ბედნიერების, თავისუფლად სუნთქვის, თვითრეალიზაციის, წარმატების უფლებას.


ვიღაცები კუნთებზე იყურებიანო და იმუქრებიანო, ჰოდა, ძვირფასო სახელმწიფოვ, თუ ჩემამდე მოუშვებ ველურებს და ვინმე შემეხება ფიზიკურად, თავს დავიცავ ყველანაირი გზით. დამარტყამთ, დაგარტყამთ! წერტილი!“- წერს ნინო ჯანგირაშილი.


digest.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი