არ მგო­ნია, “კომენდანტის საათის” გა­უქ­მე­ბამ რა­ი­მე დრა­მა­ტუ­ლად შეც­ვა­ლოს, გარე სივ­რცე­ში პირ­ბა­დის გა­უქ­მე­ბაც ლო­გი­კუ­რი იყო – მაია ბუწაშვილი

30 Jun 2021 22:47

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მაია ბუ­წაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ამ ეტაპ­ზე არ­სე­ბუ­ლი ეპიდ­ვი­თა­რე­ბა სა­გან­გა­შო არ არის, თუმ­ცა, რე­ა­ლუ­რად, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მკვეთ­რად იზ­რდე­ბა. რო­გორც მან „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, უნდა გა­აქ­ტი­ურ­დეს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი და მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და­იც­ვან.


მაია ბუწაშვილი:

„ვი­თა­რე­ბას სა­გან­გა­შოს ჯერ ვერ და­ვარ­ქმევთ, თუმ­ცა მზარ­დი ტენ­დენ­ცია აშ­კა­რად შე­ი­ნიშ­ნე­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით, „მე­ო­თხე ტალ­ღა­ზე“ არ ვსა­უბ­რობთ იმი­ტომ, რომ ამ ეტაპ­ზე „მე­სა­მე ტალ­ღის“ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პრო­ცეს­ში ვართ, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით თა­ნა­ბარ ტენ­დენ­ცი­ას იჩენს. პროგ­ნო­ზო­რე­ბის გა­კე­თე­ბა, ზა­ფხუ­ლის ბო­ლოს­კენ და შე­მოდ­გო­მით რა იქ­ნე­ბა, ძა­ლი­ან რთუ­ლია, იმე­დია, მა­ნამ­დე უფრო გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი და შემ­თხვე­ვე­ბის მკვეთ­რი აღ­მავ­ლო­ბა არ გვექ­ნე­ბა.


არ მგო­ნია, რომ „კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი“ საპ­რე­ვენ­ციო იყო იმ სა­ხით, რო­გორც იყო. არ მგო­ნია, რომ მის­მა გა­უქ­მე­ბამ რა­ი­მე დრა­მა­ტუ­ლად შეც­ვა­ლოს. 

რაც შე­ე­ხე­ბა გარე სივ­რცე­ებ­ში პირ­ბა­დის ტა­რე­ბას, ამ კლი­მა­ტურ პი­რო­ბებ­ში ფაქ­ტობ­რი­ვად გა­უ­საძ­ლი­სი გახ­და და ადა­მი­ა­ნე­ბი აღარ იცავ­დნენ მისი მოხ­მა­რე­ბის წესს, თუ ეკე­თათ პირ­ბა­დე, სრუ­ლი­ად შე­უ­ფე­რე­ბე­ლი იყო იმი­ტომ, რომ ხში­რად არ იც­ვლიდ­ნენ. ამი­ტომ, ვფიქ­რობ, გარე სივ­რცე­ში პირ­ბა­დის გა­უქ­მე­ბაც ლო­გი­კუ­რი იყო.


მთა­ვა­რია, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი თავ­ყრი­ლო­ბე­ბი იყოს, ხალ­ხმა დის­ტან­ცია და­იც­ვას და ამ მხრივ ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბაც გაძ­ლი­ერ­დეს.


შე­ნო­ბის შიგ­ნით აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს პირ­ბა­დე გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი და გარე სივ­რცე­შიც, თუ დის­ტან­ცი­ის დაც­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია და ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა იყ­რის ერ­თად თავს. უნდა გვახ­სოვ­დეს ის, რომ ყუ­რა­დღე­ბა არ მო­ვა­დუ­ნოთ, კო­რო­ნა­ვირუ­სი ისევ ად­გილ­ზეა“.








კომენტარები:

ფართი შოპი