"მიყვარხარ - კარგად!" - ჩოხატაურში 13 წლის გოგონას ეძებენ

29 May 2018 17:32

ჩოხატაურში 13 წლის გოგონას ეძებენ. პოლიციაში გოგონას გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია დღეს დილით შევიდა.

არასრულწლოვანი დეიდასთან ცხოვრობდა, რადგან მისი მშობლები საქართველოში არ იმყოფებიან.

მეზობლების ინფორმაციით, გოგონამ წერილი დატოვა.

“მიყვარხარ! კარგად!” _ აღნიშნულია წერილში.

გურია ნიუსის ცნობით, იგი პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეა. როგორც მისმა პედაგოგებმა თქვეს, მისთვის პრობლემები არ შეუმჩნევიათ:

მოწესრიგებული, კარგი ბავშვია. ბოლო ერთი კვირა სკოლაში არ დადიოდა. როგორც დეიდამ გვითხრა, თავის ტკივილები ჰქონდა. ჩვენც დღეს გავიგეთ, რომ დაიკარგა. გუშინ დასაწოლად წასულა და დეიდას ამ დილით არ დახვდა სახლში. მხოლოდ წერილი იყო, _ თქვეს პედაგოგებმა.

გოგონას არც კომპიუტერული თამაშებისკენ ჰქონდა მიდრეკილება.

_ მას შემდეგ, რაც თამაშების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ძალიან ვფრთხილობთ, ყველას ვამოწმებთ. თ.-ს არაფერი მსგავსი არ ემჩნეოდა. მოკლე სახელოიანი მაისურით დადიოდა. არც სოციალურ ქსელში გამოირჩეოდა აქტიურობით. წარმოდგენაც არ გვაქვს, სად უნდა წასულიყო, _ ამბობენ პედაგოგები.


"სარკენიუსი"


კომენტარები:

ფართი შოპი