ალბათ, გახსოვთ გადაცემა „პრაიმ შოუს“ სტუმარი ექიმი-რეზიდენტი, გიორგი ღოღობერიძე იყო.
მან გადაცემაში პანდემიის პერიოდში სოციალური ქსელით ხალხის დახმარებაზე ისაუბრა, თუმცა გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა ნინო ნადირაძემ უთხრა, რომ მისი რჩევები შესაძლოა, საზოგადოებისთვის საშიშიც ყოფილიყო.
ამ ეთერს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და გიორგის ბევრმა ადამიანმა დაუჭირა მხარი.
დღეს ყველაფერს ნათელი მოეფინა და გიორგი კვლავ ვიხილეთ სტუმრად გადაცემაში.
როგორც აღმოჩნდა ნინოსა და გიორგის შორის ყველაფერი დალაგდა და ერთმანეთზე განაწყენებულები არ არიან...
გიორგი ღოღობერიძე:
არც ველოდი ამ ყველაფერს, მხარდაჭერას, მე ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ უბრალოდ, ხანდახან ის მწყინს რომ, ამბობენ პოპულარობასთანაა ასოცირებული-ო.
ექიმი პოპულარობასთან შორსაა. პოპულისტი ადამიანი საკუთარ თავზე ფიქრობს... ჩემი ინტერესი არ ყოფილა პოპულარობა, პირიქით ხალხის დახმარება იყო, რადგან თავად გავიზარდე ამ გაჭირვებაში.
მეორე მხრივ ექიმობა უნდა იყოს ადამიანში, მოწოდებით უნდა იყო ექიმი, მომთმენი, მიმტევებელი...
ეს შემთხვევა ცუდად არ მიმიღია.
უბრალოდ ემოციური ვარ, ყველა შეფასება გულთან მიმაქვს, იყო წყენის მომენტიც...“- ამბობს ღოღობერიძე.
ამის საპასუხოდ ნინო ნადირაძემ აღნიშნა:
„მე გეგმებს ვაწყობდი ეს ბიჭი ჩემი უნდა გახდეს-თქო, მოვიტაცებ-თქო და არ მოტრიალდა ყველაფერი საპირისპიროდ...
მაინც ჩემთან იქნება ბოლოს...“
digest.ge