რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრები სამეგრელოში მიმდინარე პროექტებს გაეცნენ

01 Jul 2021 12:10

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი გასვლითი ფორმატით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში იმყოფება. გასვლითი სხდომის ფარგლებში, დღეს კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარ, კომიტეტის წევრებ, სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი გუგუჩიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სამეგრელოში   მიმდინარე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტების გაეცნენ.

 

საკანონმდებლო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ ზუგდიდში თავისუფლების ქუჩისა და ტროტუარების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურა ქალაქში სატრანსპორტო ნაკადების მოწესრიგებას შეუწყობს ხელს. 

ზუგდიდში ბოლო წლების განმავლობაში ქალაქში 120-ზე მეტი ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდა. რეგიონის მასშტაბით კი 2013 წლიდან დღემდე 1000 კილომეტრზე მეტი მონაკვეთზე გზა დაიგო. კომიტეტის წევრები და სახელმწიფო რწმუნებული დღესვე ზუგდიდის გამწმენდ ნაგებობაზე იმყოფებოდნენ, რომლიც უკვე ექსპლუატაციაშია შესული.


ქალაქ ზუგდიდს 24-საათიან წყალმომარაგებასთან ერთად უკვე გამართული წყალარინების სისტემაც გააჩნია. კანალიზაციის ახალი ინფრასტრუქტურით ქალაქ ზუგდიდში მცხოვრები 54 000 ადამიანი ისარგებლებს. 

 ამ პროფილის თანამედროვე სტანდარტების ობიექტი ქალაქს პირველად ემსახურება, რომლის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ჩამდინარე წყლების წმენდა სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით ხდება, შემცირდა გარემოზე მავნე ზემოქმედება და შავი ზღვის აუზის დაბინძურების რისკები.

 

ქალაქს გამწმენდი ნაგებობა არ ჰქონდა რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნიდა. 

ამ პრობლემის მოგვარება კომპლექსურად მოხდა, ზუგდიდის წყალარინების ქსელის სრულის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდა, ასევე მოგვარდა წყლის პრობლემა და ქალაქი უკვე სარგებლობს ცენტრალიზებული წყალმომარაგებით.  ქალაქ ზუგდიდში წყალმომარაგების, წყალარინების, გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა რეაბილიტაციისთვის 220 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. პროექტი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ განხორციელდა.


საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელები დღესვე მოცვის კრეფის პროცესს, სოფელ დავითიანში ჯენერ ბელქანიას მოცვის პლანტაციაში დაესწრნენ.

 

მეწარმე ჯენერ ბელქანია,  სოფელ ინგირში 10 ჰექტარამდე მოცვის პლანტაციას ფლობს, ფერმერი მთლიანად ექსპორტზე არის ორიენტირებული. მისთვის კორონაპანდემიას ხელი არ შეუშლია და დამკვეთს პროდუქციას შეუფერხებლად აწვდის. ჯენერ ბელქანიამ მოცვის პლანტაციის გაშენება სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში შეძლო, რისთვისაც სახელმწიოსგან 150 000 ლარი მიიღო. ასევე ფერმერმა შეღავათიანი აგროკრედიტითა და USAID-ის საგრანტო პროექტის დახმარებით სამაცივრე მეურნეობის მოწყობა შეძლო.


რეგიონში ლურჯი მოცვის პლანტაცია გაშენებულია 550 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთზე, წელს მოსავლის საპროგნოზო რაოდენობა რეგიონში 500-600 ტონას შეადგენს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოდან 2020 წელს 674 ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 3.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

 

დღესვე სახელმწიფო რწმუნებული და კომიტეტი წევრები აბაშაში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის მუშაობას, მავნებელთან ბრძოლის მხრივ არსებულ მდგომარეობას და მიღწეულ შედეგებს გაეცნენ.




კომენტარები:

ფართი შოპი