ზესტაფონში 31 წლის ხარაგაულელი ვანო ბანცაძე მოკლეს. ის ერთ-ერთ ჩინურ კომპანიაში მექანიკოსად მუშაობდა.
განზრახ მკვლელობის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორ-გამომძიებელი ცეცხლსასროლი იარაღის გადაცემის ფაქტზე დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, თამარ მეფის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარებამ გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
არსებული ინფორმაციით, ბანცაძე გუშინ ზესტაფონში, თანამშრომელთან სტუმრად იმყოფებოდა, სადაც დაპირისპირება სუფრაზე დაიწყო.
digest.ge