„მთავრობას ჰგონია, რომ კაბინეტში რომ შევა მერე მთელი ცხოვრება იქ უნდა დარჩეს და რომ მან უკეთესად იცის, ხალხს რა სჭირდება. ეს ასე არ არის, დამიჯერეთ!“ -გიორგი გახარია

01 Jul 2021 16:35

პარტია „საქართველოსთვის“ თავჯდომარე დღეს გორში იმყოფება. პარტიამ ,,საქართველოსთვის“ დღეს გორში ახალი რეგიონული ოფისი გახსნა. ოფისის გახსნისას გახარიამ მხარდამჭერებს და პარტიის ადგილობრივ წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა.

„როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა უნდა იყოს ორნიშნა რიცხვი - ეს არ არის მარტო რიცხვი, ეს არის დამატებითი სამუშაო ადგილები. სახელმწიფომ, უბრალოდ, უნდა შექმნას ყველა ის პირობა იმისთვის, რომ განათლებულმა, ჯანსაღმა, კეთილსინდისიერმა ადამიანმა შეძლოს თავის შრომით თავისი ოჯახი ღირსეულად არჩინოს. ამას ბევრი რამ სჭირდება, სჭირდება ნორმალური თანაბარი პირობები. 

ამ ქვეყანაში არ უნდა იყოს პრივილეგირებული ხალხი და ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს, როდესაც ხალხი მთავრობაში მოდის და ჰგონიათ, რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო ან მათ უკეთესად იციან, ამ ქვეყანას რა სჭირდება...სამწუხაროდ, მთავრობას ჰგონია, რომ კაბინეტში რომ შევა მერე მთელი ცხოვრება იქ უნდა დარჩეს და თან ჰგონია, რომ უკეთესად იცის, ხალხს რა სჭირდება და ეს ასე არ არის, დამიჯერეთ. „ - განაცხადა გახარიამ
გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ პარტია„საქართველოსთვის“ ამოსავალი წერტილი საქართველოს მოქალაქეების პატივისცემაა და პარტიის ყველა წარმომადგენელის მოქმედება მოსახლეობისთვის მხოლოდ სიმართლით და ისეთი რეალისტური წინადადებებით შემოიფარგლება, რომელთა შესრულებაზეც  პარტია სრულ პასუხისმგებლობას იღებს პარტია.  

,,და კიდევ ერთი რამ, რაც მინდა, თითოეულ თქვენგანს და მხარდამჭერებს გითხრათ: არაფერი სიმართლეზე უფრო მნიშვნელოვანი არ არის არც ერთ შემთხვევაში არც ერთ საქართველოს მოქალაქეს არ უნდა მივაყენოთ შეურაცხყოფა, დავპირდეთ ის, რისი გაკეთების თავიც არა გვაქვს და ვერ შევძლებთ, და ეს წინასწარ ვიცით. მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე!“ - ამბობს გახარია.





კომენტარები:

ფართი შოპი