საქართველო სრულად იქნება მექანიზირებული და აღჭურვილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით - დავითაშვილი

01 Jul 2021 16:50

საქართველო სრულად იქნება მექანიზირებული და აღჭურვილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით, - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა 10-წლიანი გეგმის „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030" პრეზენტაციაზე განაცხადა. მინისტრმა მექანიზაციის განვითარების ხედვის მიმართულებებზე დეტალურად ისაუბრა.


„კონკრეტული ფართობების და სიმძლავრეების მიხედვით, გაანალიზებული გვაქვს, თუ რა სასოფლო-სამეურნეო მექანიზაცია და დამხმარე იმპლემენტები არის საჭირო. რეგიონებში შეხვედრის დროს, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიმართულებით მხარდაჭერის საკითხი აქტიურად ისმის. შესაბამისად, 10 წლის განმავლობაში, სახელმწიფო მოახდენს თანადაფინანსებას და განახორციელებს ინვესტიციას სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციაში, რაც გულისხმობს, რომ საქართველო სრულად იქნება მექანიზირებული და აღჭურვილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით", - განაცხადა დავითაშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი