გორში დევნილი ოჯახებისთვის ბინების მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს

01 Jul 2021 18:22

მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ გორში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით 68 ბინა შეისყიდა.  ბინების მშენებლობის პროცესს  სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და   შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე ადგილზე გაეცნენ.  


აღნიშნული საცხოვრებელი ფართები ადმინისტრაციული დაპირების მქონე იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის არის განკუთვნილი. სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, გარემონტებული, ბინები დევნილებს მიმდინარე წლის ზაფხულში გადაეცემათ.





კომენტარები:

ფართი შოპი