რამდენი უნდა იყოს ტემპერატურა საძინებელში, რომ ზაფხულის ცხელ დღეებში მშვიდად იძინოთ?

01 Jul 2021 20:02

ექიმი ზაზა თელია აცხადებს რომ ზაფხულში კარგი ძილისთვის ოთახის ჰაერის ტემპერატურა უნდა იყოს 15.5-დან 19.4 °C-მდე. მისივე თქმით, ბავშვებისა და ჩვილებისთვის საძინებელი ოთახის საუკეთესო ტემპერატურა უნდა შეადგენდეს - 18.3-დან 21°C-სს.


„რა არის საძინებელი ოთახის ჰაერის ოპტიმალური ტემპერატურა?

ოპტიმალური, კარგი ძილისათვის რეკომენდებულია საძინებელი ოთახის ჰაერის ტემპერატურა იყოს 15.5-დან 19.4 °C-მდე.


ძილის ფაზების დროს სხეულის ტემპერატურა ეცემა, ამიტომ ზემოთ აღნიშნული ჰაერის ტემპერატურა ეხმარება სხეულს ტემპერატურის კლებასა და შენარჩუნებაში.


საძინებელ ოთახზე უნდა ვიფიქროთ ერთგვარად როგორც „გამოქვაბულზე“ - ის უნდა იყოს გრილი, ბნელი და ჩუმი.

თუ საძინებელში იქნება არაკომფორტული სიცივე ან სიცხე, მეტია გამოღვიძების ალბათობა.


ასევე საძინებელი ოთახის ჰაერის კომფორტული ტემპერატურა ზეგავლენას ახდენს „სწრაფი თვალის მოძრაობის“ ძილის ფაზაზე (REM Sleep), ეს არის ძილის ფაზა რომელშიც ვხედავთ სიზმრებს.


ბავშვებისა და ჩვილებისთვის საძინებელი ოთახის საუკეთესო ტემპერატურა მცირედ განსხვავდება და ის შეადგენს - 18.3-დან 21°C-მდე“.


digest.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი