როგორ მოვაწყოთ ეზო და ბაღი ზაფხულისთვის - დიზაინერის რჩევები

01 Jul 2021 20:18

სა­კუ­თა­რი სახ­ლის ან აგა­რა­კის ეზოს მო­წყო­ბა ერ­თის მხრივ ძა­ლი­ან კარ­გი საქ­მეა, მე­ო­რეს მხრივ - წარ­მო­უდ­გენ­ლად რთუ­ლი. ზა­ფხულ­ში ძა­ლი­ან გინ­და, რომ ბევ­რი დრო გა­ა­ტა­რო სუფ­თა ჰა­ერ­ზე, მი­ე­ფი­ცხო მზეს, და­ლიო ცივი ყავა და წა­ი­კი­თხო წიგ­ნი, ყვა­ვი­ლებ­სა და ლა­მაზ მცე­ნა­რე­ებს შო­რის მდგარ სა­ქა­ნე­ლა-სა­ვარ­ძელ­ში.


სა­რე­მონ­ტო და სამ­შე­ნებ­ლო ჰო­პერ­მარ­კე­ტის „მი­ჰა­უ­სი“ დი­ზა­ი­ნე­რი გთა­ვა­ზობთ ფუნ­ქცი­ო­ნა­ლურ და პრაქ­ტი­კულ რჩე­ვებს, თუ რო­გორ მო­ა­წყოთ ეზო ბი­უ­ჯე­ტუ­რად.

თქვე­ნი ეზოს სი­ლა­მა­ზე იდე­ი­დან იწყე­ბა. სწო­რედ იდეა და­გეხ­მა­რე­ბათ, თქვე­ნი ოც­ნე­ბა რე­ა­ლო­ბად აქ­ცი­ოთ. პირ­ველ რიგ­ში, აი­ღეთ ფურ­ცე­ლი და ფან­ქა­რი და გა­ა­კე­თეთ მო­ნა­ხა­ზი. რა თქმა უნდა, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ეზოს ფარ­თო­ბი და თქვე­ნი სურ­ვი­ლე­ბი.


ბი­ლი­კი


ბი­ლი­კი მარ­ტი­ვი და ბი­უ­ჯე­ტუ­რი ვა­რი­ან­ტია, რო­მე­ლიც ეზოს გა­ა­ლა­მა­ზებს. ბი­ლი­კის ბევ­რნა­ი­რი ვა­რი­ან­ტი არ­სე­ბობს: კე­რა­მი­კუ­ლი ფი­ლე­ბი, ხის ფიც­რე­ბით, გა­დაჭ­რი­ლი მო­რე­ბით, ქვე­ბით და ა.შ. ახლა, ძა­ლი­ან ტრენ­დუ­ლია დე­ქის ია­ტა­კი, რო­მელ­საც გარე სივ­რცე­სა და აივ­ნის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. დე­ქის ია­ტა­კის ბევ­რნა­ი­რი ვი­ზუ­ა­ლი არ­სე­ბობს. არის პარ­კე­ტის ეფექ­ტით, ხის ფიც­რე­ბის, ქვე­ბის და კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტიც. ის მარ­ტი­ვად იწყო­ბა ფაზ­ლი­ვით და ძა­ლი­ან ად­ვი­ლი მო­სავ­ლე­ლია. ერთი ფი­ლის ფასი 7 ლა­რი­დან იწყე­ბა.


ბი­ლი­კე­ბის დახ­მა­რე­ბით შე­გიძ­ლი­ათ ეზოს სივ­რცე რამ­დე­ნი­მე ზო­ნად და­ყოთ.


მცე­ნა­რე­ე­ბი


ეზოს და ბა­ღის გა­სა­ლა­მა­ზებ­ლად, ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი ლან­დშაფ­ტის მო­წყო­ბაა. იმი­სათ­ვის, რომ თქვენს ეზო­ში პა­ტა­რა ოა­ზი­სი შექ­მნათ, მცე­ნა­რე­ე­ბი უნდა დარ­გოთ. მათი შე­ძე­ნი­სას გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ მცე­ნა­რე აუ­ცი­ლებ­ლად გარე სივ­რცის­თვის იყოს გან­კუთ­ვნი­ლი და სე­ზო­ნის ცვლი­ლე­ბებს უძ­ლებ­დეს. ყვა­ვი­ლე­ბი შე­გიძ­ლი­ათ ლა­მა­ზი ქოთ­ნე­ბი­თაც ჩად­გათ ეზო­ში. ასე­ვე, შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ ძვე­ლე­ბუ­რი ჭურ­ჭე­ლიც (სათ­ლი, ქო­თა­ნი და სხვ). ძა­ლი­ან ორი­გი­ნა­ლუ­რი იქ­ნე­ბა ძვე­ლე­ბუ­რი ხის ბორ­ბა­ლი, ფე­რად-ფე­რა­დად შე­ღე­ბი­ლი სა­ბუ­რა­ვე­ბი. თუ ყვა­ვი­ლე­ბის მოვ­ლის დრო არ გაქვთ, მა­შინ ხე­ლოვ­ნუ­რი ყვა­ვი­ლე­ბი შე­ი­ძი­ნეთ.


რაც მეტი სიმწვა­ნე იქ­ნე­ბა, მით უფრო ლა­მა­ზი იქ­ნე­ბა ეზო. მაგ­რამ თუ ეზო­ში ბა­ლა­ხის და­თეს­ვას აპი­რებთ, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ აუ­ცი­ლებ­ლად დაგ­ჭირ­დე­ბათ ბა­ლა­ხის საკ­რე­ჭი მან­ქა­ნა.

ექ­სტე­რი­ე­რის ავე­ჯი


შე­არ­ჩი­ეთ გარე სივ­რცის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ავე­ჯი. დაწ­ნუ­ლი, პლასტმა­სის ან რკი­ნის. ბი­უ­ჯე­ტუ­რი ვა­რი­ან­ტია პუ­ფე­ბი, რომ­ლებ­საც კარგ ამინ­დში გა­ი­ტანთ. არ და­გა­ვი­წყდეთ გრი­ლის შე­სა­ხებ. ბარ­ბე­ქი­უს მო­სა­წყო­ბად და მე­გობ­რებ­თან ერ­თად სა­ღა­მოს გა­სა­ტა­რებ­ლად, გრი­ლი შე­უც­ვლე­ლია.


გა­ნა­თე­ბა


მზის ჩას­ვლის შემ­დეგ, სიმ­ყუდ­რო­ვი­სა და კომ­ფორ­ტის გან­ცდას სწო­რი გა­ნა­თე­ბა შექ­მნის. დას­ვე­ნე­ბის ზო­ნა­ში შე­გიძ­ლი­ათ აა­წყოთ ნა­თუ­რე­ბის გირ­ლი­ან­და, და­კი­დოთ ფარ­ნის სტი­ლის და­სა­კი­დი სა­ნა­თი, ან პა­ტა­რა ლამ­პი­ო­ნე­ბი. ნა­თუ­რე­ბის გირ­ლი­ან­და ძა­ლი­ან ლა­მა­ზია ხეზე, ან ფან­ჩა­ტურ­ში. გა­მო­ი­ყე­ნეთ ეკო­ნომ-ნა­თუ­რე­ბი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ბი­უ­ჯე­ტუ­რია და ელექტრო ენერ­გი­ა­საც და­გი­ზო­გავთ. არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, მთლი­ა­ნი ეზო გა­ა­ნა­თოთ. საკ­მა­რი­სია შექ­მნათ ერთი მყუდ­რო კუ­თხე, სა­დაც სა­ღა­მო­ო­ბით დაჯ­დე­ბით.

გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ახლა ძა­ლი­ან ტრენ­დუ­ლია ბუ­ნებ­რი­ვი მა­სა­ლე­ბი: ხე, ქვა, კე­რა­მი­კა, ბამ­ბუ­კი და ა.შ.


ნა­ხეთ იდე­ე­ბი ინ­სპი­რა­ცი­ის­თვის:




ამბები.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი