“პატიმარი მეუბნება, შენ ვინც დაგიჭირა, იმან დამიჭირა მეო… ასმათს ჰყავს ისიც დაჭერილი…” – გოგი წულაია

01 Jul 2021 21:07

“ახალი ქრისტიან-დემოკრატების” თავმჯდომარე გოგი წულაია ციხიდან გამოსვლის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარდაჭერას უცხადებდა, ასევე, მოსამართლეს, რომელმაც ის გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.


წულაიამ თქვა, რომ “ცოტა წყენაც აქვს გულში”, რადგან პოლიტიკოსების ნაწილს ის საერთოდ არ უხსენებია.


რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, წულაია ამბობს, რომ გაჩერებას არ აპირებს –  “პოლიტიკაში დავრჩები, აბა რას ვიზამ. დავრჩები, ვიქნები აქტიური და ვიბრძოლებ ბოლომდე”.


როგორც ცნობილია, წულაიამ ციხეში შიმშილობა რამდენჯერმე დაიწყო. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან თქვა, რომ 25 კილო აქვს დაკლებული, თუმცა, ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. 

“მთელი ცხოვრება ვებრძვი ძალადობას და დამაბრალეს ძალადობა. ტრაგედია რა იყო იცით?! პატიმარი შემხვდა მიცინის, მე ვუთხარი რა გაცინებს, მეუბნება შენ ვინც დაგიჭირა, იმან დამიჭირა მეო. ესე იგი ასმათს ჰყავს ისიც დაჭერილი. ეს უკვე ხომაა იმის ნიშანი, რომ ეს ქალბატონი სუს-ის… მე ასმათზე თუ ვიყო გულმოსული, 2 შვილს ვფიცავარ… ციხეში მისი სახელობის კორპუსია… ყველა პატიმარს აქვს განცდა, რომ მასზე უფრო მეტად გაიძვერა პროკურატურამ და მოსამართლემ გაასამართლა…”


ალია




კომენტარები:

ფართი შოპი