პირველი, რაც თავში გაგიელვებს ამის წაკითხვისას, არის ის, რომ „ვაიმე, ანუ ვაქცინა არ მუშაობს?“ – როგორ მუშაობს სინამდვილეში ვაქცინა? – არჩილ მარშანია

01 Jul 2021 22:54

ექიმი არჩილ მარშანია ვაქცინირებული ადამიანების კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს:


„ისრაელში ინფიცირებულების 50% არის სრულად ვაქცინირებული!


პირველი რაც თავში გაგიელვებს ამ „ჰედლაინის“ წაკითხვისას, არის ის, რომ „ვაიმე ანუ ვაქცინა არ მუშაობს?“ და ცხადია პირდაპირი თუ ირიბი ანტივაქსერული მოძრაობებიც მშვენივრად იყენებენ ამას და ავრცელებენ ისე, თითქოს ვაქცინა არ მუშაობს.


სინამდვილეში კი არც ისე ცუდადაა საქმე:

პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ რაც უფრო მეტი ვაქცინირებული იქნება მოსახლეობაში, მით უფრო მეტს გავიგებთ ვაქცინირებულების ინფიცირების შემთხვევებზე, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ 100% ვაქცინა არ არსებობს.


ანუ მთელი ქვეყანა რომ ავიცრათ და დაფიქსირდეს 2 შემთხვევა, ჰედლაინი იქნება შემდეგი: „ინფიცირებული ადამიანებიდან ყველა სრულად ვაქცინირებულია!“


ცუდად კი ჟღერს, მაგრამ 3 მილიონ მოსახლეზე 2 შემთხვევა რომ გაქვს, რა მერე, ვაქცინაზე კარგად მეტყველებს ეს თუ ცუდად?;


საუბარია სიმპტომურ კოვიდზე და არა მძიმე გართულებებზე, ანუ იმის მიუხედავად რომ „დელტა“ შტამის საწინააღმდეგოდ სიმპტომური კოვიდის პრევენცია შედარებით მცირეა, გართულებებისგან მაინც მაღალ პროცენტში გვიცავს; ისრაელი ლიდერია ვაქცინაციაში და მთელი მოსახლეობის 85% აცრეს.


ახლა მაგალითისთვის წარმოვიდგინოთ ქვეყანა სადაც:

მოსახლეობა არის=100 ადამიანი;

ვაქცინაცია 85%;

და დაფიქსირდა კოვიდ19-ს 4 ახალი შემთხვევა და 50% ინფცირებულებისა არის სრულად ვაქცინირებული (ანუ 2 დაფიქსირდა ვაქცინირებულებში, 2 კი არავაქცინირებულში)


გრაფიკულად ეს ასე გამოისახება (რაც ამ სტატუსზე თანდართულ სურათზეა).


ალია




კომენტარები:

ფართი შოპი