გიორგი ჩალაძე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე - ეს პროტესტი მეტი არაფერია თუ არა შუა ხანების გადმონაშთი

01 Jul 2021 23:30

ეს პროტესტი მეტი არაფერია, თუ არა შუა ხანების გადმონაშთი, - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი ჩალაძემ ,,თბილისი პრაიდის” კვირეულის გახსნის ღონისძიებაზე მისვლისას განაცხადა.


მისივე თქმით, ღონისძიებას ესწრება როგორც ერთი მოქალაქე და თუ პარტია საჭიროდ ჩათვლის საერთო განცხადებას გაავრცელებს.


,,პერსონალური თავისუფლება არის საფუძველი ქვეყნის დამოუკიდებლობის. ყველამ უნდა მკაფიოდ, საჯაროდ გამოხატოს მისი მხარდაჭერა თავისუფლების მიმართ. ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე ადამიანებს სჭირდებათ ექიმი და ამის საშველი არის განათლება, არ შეიძლება მენტალურ ჯანმრთელობაზე რაიმე კომენტარი გავაკეთოთ. ეს პროტესტი მეტი არაფერია, თუ არა შუა ხანების გადმონაშთი. მე ფილმს დავესწრები ბოლომდე, პრაიდის ორგანიზატორები ჩემი მეგობრები არიან და ყოველთვის გამოვხატავ ჩემს მხარდაჭერას ადამიანების ჩაგვრის მიმართ. მე მოსული ვარ როგორც ერთი მოქალაქე, თუ პარტია საჭიროდ ჩათვლის, როგორც ერთი ჯგუფი თავად გააკეთებს ამაზე განცხადებას”, - აღნიშნა გიორგი ჩალაძემ.


ipn.ge




კომენტარები:

ფართი შოპი