თაკო ჩარკვიანი - როდის ვითხოვდით ოპოზიცია ჟვანიას გადაყენებას და როდის ხდება - ხომ არ უკავშირდება ეს მოსამართლეების უვადოდ გამწესებას?

01 Jul 2021 23:51

პარლამენტის უფრაციო დეპუტატის თაკო ჩარკვიანის აზრით, ცესკოს თავმჯდომარის პოსტიდან თამარ ჟვანიას გადადგომა, შესაძლოა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესთან იყოს კავშირში.


"როდის ვითხოვდით ოპოზიცია ჟვანიას გადაყენებას და როდის ხდება... ხომ არ უკავშირდება ეს მოსამართლეების უვადოდ გამწესებას?! ამით დასავლეთს დაანახეს, რომ თამარ ჟვანია მოხსნეს, მაგრამ შარლ მიშელის დოკუმენტში ჩაწერილ სასამართლო რეფორმას არ ასრულებენ", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა პალიტრანიუსის გადაცემა "360 გრადუსში".


დეპუტატის შეფასებით, "თუ სასამართლო რეფორმა ახლა არ მივიღეთ, ქვეყნის განვითარება დამთავრებულია", ოპოზიციამ კი ამ საკითხი გარშემო გაერთიანება უნდა შესძლოს.


"ხდება უვადოდ მოსამართლეების გამწესება და ვიღებთ ფასადურად შეცვლილ ჟვანიას. "ქართული ოცნება" სასამართლო რეფორმას არ ატარებს", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.




კომენტარები:

ფართი შოპი