ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსთან ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, თორნიკე ფარულავასთან ერთად კახეთის რეგიონს სტუმრობდა

02 Jul 2021 10:27

ოფიციალურ სტუმრებს კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა უმასპინძლა და კახეთის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერებინა.


ვიზიტის ფარგლებში, ჯეიმს აპატურაიმ მოინახულა მუზეუმები და ეკლესია- მონასტრები, გაეცნო ქართველი ხალხის წარსულს. ამავდროულად, გასტრონომიული ტურის ფარგლებში, ჯეიმს აპატურაიმ პურის ცხობის, ხინკლის მოხვევისა და ჩურჩხელის ამოვლების პროცესში პირადად მიიღო მონაწილეობა.


კახეთში ვიზიტის დასრულების შემდეგ, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი ოფიციალურ შეხვედრებს თბილისში განაგრძობს.


#კახეთი2021





კომენტარები:

ფართი შოპი