ოფიციალურ სტუმრებს კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა უმასპინძლა და კახეთის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერებინა.
ვიზიტის ფარგლებში, ჯეიმს აპატურაიმ მოინახულა მუზეუმები და ეკლესია- მონასტრები, გაეცნო ქართველი ხალხის წარსულს. ამავდროულად, გასტრონომიული ტურის ფარგლებში, ჯეიმს აპატურაიმ პურის ცხობის, ხინკლის მოხვევისა და ჩურჩხელის ამოვლების პროცესში პირადად მიიღო მონაწილეობა.
კახეთში ვიზიტის დასრულების შემდეგ, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი ოფიციალურ შეხვედრებს თბილისში განაგრძობს.
#კახეთი2021