მიხეილ გიორგაძე: დავით ქევხიშვილის გადაყენების აუცილებლობას ვერ ვხედავ

30 May 2018 11:35

"ყველა საბუთი შედარებულია. ერთ საბუთში არ იყო წარმოება სწორად გაკეთებული, ეს ეხება სტიპენდიის გაყოფას მწვრთნელებისთვის და ფედერაციას ვაძლევთ შესაბამის რეკომენდაციას. ჩავარდნა ევროპის ჩემპიონატზე ბუნებრივია არის პრეზიდენტის პასუხისმგებლობაც და ეს შეცდომა ქევხიშვილმა აღიარა. შესაბამისად, ფედერაციის ვალდებულებაა ახალი სამწვრთნელო შტაბის შექმნაც. საბოლო ჯამში ქევხიშვილის გადაყენების აუცილებლობას ვერ ვხედავ. კონფლიქტის დარეგულირებისთვის ორივე მხარეს მოვუწოდებ, დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა განვსაზღვროთ სამწვრთნელო პროცესის დაგეგმვა ისე, რომ სპორტსმენები კარგად მოემზადონ დიდი საერთაშორისო ღონისძიებებისთვის."


კომენტარები:

ფართი შოპი