შეიძლება თუ არა ცურვა მენსტრუალური ციკლის დროს?

02 Jul 2021 17:30

შეიძლება თუ არა ცურვა მენსტრუალური ციკლის დროს? - ეს საკითხი ყველა ქალის თავსატეხია, მით უმეტეს ზაფხულში. 


ამ აქტუალურ კითხვას მეან-გინეკოლოგი და ქირურგი, ეკა ბუკია მედიაპორტალ MomsEdu.ge-ს რუბრიკაში - „მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციები“ სცემს პასუხს.


„მენსტრუალური ციკლის დროს ცურვა შესაძლებელია. უბრალოდ საჭიროა დამცავი საშუალებების გამოყენება, რომ არ მოხდეს მენსტრუალური გამონადენის გამოსვლა წყალში და გარკვეული ფაქტორების გათვალისწინება.
პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიექცეს თქვენს ორგანიზმს - მენსტრუალური გამონადენის რაოდენობას. თუ ჭარბი მენსტრუაცია გაქვთ, უმჯობესია, თავი შეიკავოთ ცურვისგან. თუ აპირებთ ცურვას ზღვაზე, ტბაზე და არა აუზზე, მიაქციეთ ყურადღება წყალს - ხომ არ არის წყალი დაბინძურებული. წყალი არ უნდა იყოს ძალიან ცივი.


გამონადენისგან თავის დაცვის მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ ტამპონი და მენსტრუალური ჭიქა -კიდევ ერთი საშუალება, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ცურვის დროს. ასევე ითვლება, რომ მენსტრუალური ჭიქა უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ტამპონი. ის უფრო დიდხანს შეგიძლიათ გამოიყენოთ ტამპონთან შედარებით. გარდა ამისა, მენსტრუალური ჭიქა არის მრავალჯერადი გამოყენების. აუცილებელია წყლიდან ამოსვლის შემდეგ შხაპის მიღება, ტამპონის ან მენსტრუალური ჭიქის და სველი საცვლის გამოცვლა“, - აცხადებს ეკა ბუკია.






კომენტარები:

ფართი შოპი