1-ლი ივლისის მდგომარეობით, საქართველოდან 3 მლნ 635 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 4,171 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული

02 Jul 2021 17:40

ქართული ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსსა და უკრაინაში.
2020 წელს, ამავე პერიოდში, ექსპორტირებული ატმისა და ვაშლატამას მოცულობა 308 ტონას, ხოლო ღირებულება - 188 ათას აშშ დოლარს შეადგენდა.

მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებისა და რეალიზებისთვის, სრული დატვირთვით მუშაობს სამაცივრო და შემნახველი საწარმოები.


სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 2 ივლისის მდგომარეობით, სამაცივრე მეურნეობებში ატამის ჩაბარების ფასი 1.00 ლარიდან 1.40 ლარამდეა, ხოლო ნექტარინის (ვაშლატამა) - 1.20 ლარიდან 1.80 ლარამდე.


ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა „ერთი ფანჯრის” პრინციპით ხორციელდება. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს ინფორმაციის მოპოვების, სისტემატიზაციის, ფერმერებისა და ატმის რეალიზატორების დაკავშირების მიმართულებებით.


imedinews.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი