გიგი უგულავა - აბსურდის თეატრი, სახელად "ივანიშვილის სასამართლო" გრძელდება, მზეთუნახავივით მალავენ ძიუდოისტ გავაშელიშვილს

02 Jul 2021 18:31

ეს აბსურდის თეატრი, სახელად „ივანიშვილის სასამართლო” გრძელდება, მზეთუნახავივით მალავენ ბადრი გავაშელიშვილს, წინაზე სკაიპით უნდოდათ დაეკითხათ და სადღაც ბუჩქებიდან ჩართეს, ახლა იძახიან ვიღაც ექსპერტებს მოვიყვანთო, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსვლის შემდეგ განაცხადა.


უგულავას განცხადებით, პოლიტიკური რეპრესიები ამ ქვეყანაში ივანიშვილთან ერთად დასრულდება, მაგრამ ,,სანამ ივანიშვილი იქნება, ეს გასართობი არ მოგვაკლდება”.


,,ეს სიგიჟე გრძელდება და ნუ შევიქმნით ილუზიას, რომ სანამ ივანიშვილი აბასთუმნის ტყეებიდან მართავს ამ ქვეყანას რაიმე შეიცვლება სასამართლოში. სასამართლო იქნება თავისუფალი მხოლოდ კოალიციური მთავრობის პირობებში, სადაც მთავრობა იქნება შეზღუდული და მოსამართლეს ექნება თავისუფლება. სანამ არაფორმალურ მმართველებს თუ ტიტანებთან გათანაბრებულ პირებს ექნებათ ამბიცია, რომ ამ ქვეყანას ფლობენ, მანამდე სასამართლო იქნება ჯიბეში და ისეთი უმსგავსო, რასაც ვაკვირდებით ხოლმე. პოლიტიკური რეპრესიები ამ ქვეყანაში ივანიშვილთან ერთად დასრულდება, მაგრამ სანამ ივანიშვილი იქნება, ეს გასართობი არ მოგვაკლდება”, - განაცხადა გიგი უგულავამ.


ცნობისთვის, შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან.




კომენტარები:

ფართი შოპი