“ვინ არიან, საიდან მოვიდნენ, ვინ ასწავლა?!!!” – მაია ნიკოლეიშვილი

02 Jul 2021 18:37

სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:


“-არა, რა!!!! ვინ არიან, საიდან მოვიდნენ, ვინ ასწავლა?!!!

მერამდენედ ამბობენ, უცხოელი მოსამართლეებიო!!!


-რას ჰქვია, უცხოელი მოსამართლეები მოვიყვანოთ?!!! თქვენი ჭკუით, საქართველო პროტექტორატია, კოლონია თუ რეზერვაცია?!!! როგორ ბედავთ, ვის კადრებთ, თქვენს ამომრჩეველს?!


-თუ თქვენ პოლიტიკურად ინფანტილურები ხართ, რატომ კადრებთ ამას საქართველოს გონიერ მოსახლეობას?! თქვენი სკამებისთვის ხო?!!! რა თქმა უნდა!!! ვინ ხართ, სად შეიყარეთ ასეთები!!!


ბევრი დაგცინით და უმეტესობა ბრაზობს თქვენზე!!!


-ან ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს წარმოშობის მიზეზები და პირობები იცით? ხო და, გაიკითხეთ, ან წაიკითხეთ!!! არაპროფესიონალების ემოციებზე აგებული მართლმსაჯულება გაგონილა 21-ე საუკუნეში?!!!


ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ატავიზმია და მისი მიუკერძოებლობა სასაცილოა ჩვენსთანა პატარა, ნათესაურ-ნაცნობ-მეგობრულ-მეზობლური საზოგადოების რეალობაში!


-“სასამართლო რეფორმისა” და მოსამართლეების ტოტალური ცვლილებების “კინოც” ნანახი გვაქვს, თავისი კუბოების დაწვით!!! მერე, რა მოჰყვა ამ რეფორმას?!!! რა მოჰყვა და, სააკაშვილის რეჟიმის მიერ ზუსტად იმ მოსამართლეების დანიშვნა, რომელთაც დღეს სააკაშვილის მოძმეები “კლანს” უწოდებენ!!!


_თქვენ ან ძალიან უბერავთ, ან საზოგადოება გგონიათ ყრუ!!!

ორივე შემთვევაში, ქართული საზოგადოების თქვენეული აღქმა მცარია, და პრობლემა თქვენშია!”


ალია





კომენტარები:

ფართი შოპი