სალომე ზურაბიშვილმა ჯეიმს აპატურაი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა

02 Jul 2021 19:08

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე პოლიტიკური ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.


ჯეიმს აპატურაის პრეზიდენტმა ჯილდო პირადად გადასცა.


დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა.


ჯეიმს აპატურაი საქართველო-ნატოს ურთიერთობის გაღრმავებისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის დაჯილდოვდა.





კომენტარები:

ფართი შოპი