ზუგდიდის ქუჩაზე ასფალტის საფარი მოწესრიგდა

02 Jul 2021 20:29

დიდუბის რაიონის გამგეობამ ზუგდიდის ქუჩაზე ასფალტის მოწესრიგება დაასრულა.

პროექტის მიხედვით, ქუჩაზე მოწესრიგდა საფეხმავლო ტროტუარები, ბორდიურები. ასევე, მიმდებარედ, ევდოშვილის ქუჩის N12-სა და N18-ში შეიცვალა დაზიანებული ასფალტის საფარი. ასფალტის ორფენიანი საფარი ჯამში, 2 185 კვ.მ ფართობზე დაიგო.

აღნიშნული პროექტი  ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „ბი ემ სი“ 100 704 ლარის ღირებულების ფარგლებში განახორციელა.


ამ ეტაპზე, დიდუბის რაიონის გამგეობა ასფალტა წერეთლის გამზირის N77 ვ-ში, დიღმის მასივის მეხუთე კვარტლის პირველ კორპუსთან და მესამე კვარტლის 28-ე კორპუსის მიმდებარედ აწესრიგებს.





კომენტარები:

ფართი შოპი