შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული საქართველოს ,,უნივერსიადა 2021“-ის გამარჯვებულებს შეხვდა

02 Jul 2021 21:08

საქართველოს ,,უნივერსიადა 2021"-ის გამარჯვებულებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე  გორის უნივერსიტეტის რექტორთან გიორგი სოსიაშვილთან ერთად შეხვდა და მადლობის სიგელები გადასცა. ,,მინდა მოგილოცოთ და მადლობა გადაგიხადოთ წარმატებული ასპარეზობისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სპორტის ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია. ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რაც ჩვენს რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს.“ - აღნიშნა ვალერიან მჭედლიძემ.


შეხვედრაზე გორის უნივერსიტეტის სპორტულ ცხოვრებასა და სპორტთან დაკავშირებულ გეგმებზეც ისაუბრეს.





კომენტარები:

ფართი შოპი