ქვეყანაში პანდემიასთან ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება, რაც მასობრივ ვაქცინაციას გულისხმობს

02 Jul 2021 21:55

დღეს, საქართველოში ვაქცინის მილიონი დოზა შემოვიდა და ორშაბათიდან დაიწყება პანდემიასთან ბრძოლის ახალი ეტაპი, რომელიც გულისხმობს პანდემიის დამარცხებას მასობრივი ვაქცინაციით. რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მასობრივი ვაქცინაციის დასაწყებად მზაობისა და მასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხების შესახებ იმსჯელეს დღეს, სამხარეო ადმინისტრაციაში, სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი შიოშვილის ხელმძღვანელობით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე.


სამუშაო შეხვედრაში კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, სამსახურების უფროსები, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი, ნელი ხიზანიშვილი და რეგიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ.


#კახეთი2021





კომენტარები:

ფართი შოპი