ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩ კელი დეგნანს და ამერიკელ ხალხს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

02 Jul 2021 22:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში კელი დეგნანს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.


ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დღეს საზეიმო მიღებას დაესწრო, რომელიც 4 ივლისთან დაკავშირებით, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა.


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და უმნიშვნელოვანესი მოკავშირეა, რომლის მხარდაჭერა, როგორც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ისე ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის კუთხით, ფასდაუდებელია.


აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ საზეიმო მიღებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაესწრნენ.





კომენტარები:

ფართი შოპი