შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე თანამდებობიდან გადადგა

03 Jul 2021 00:07

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე თანამდებობიდან გადადგა. აღნიშნულს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.


არსებული ინფორმაციით, ბორცვაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.


ცნობისთვის, ვლადიმერ ბორცვაძე აღნიშნულ თანამდებობაზე 2019 წლიდან იყო.


მანამდე, 2018 წლის აპრილიდან 2019 წლის თებერვლამდე - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა.





კომენტარები:

ფართი შოპი