გია აბაშიძე - გიგი უგულავამ სოცქსელში გამოაქვეყნა ახალი ფორმულა და პრაქტიკულად მოწოდება - ყველა მინუს false, თუნდაც გახარია

03 Jul 2021 00:14

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ოპოზიციონერის გიგი უგულავას ფეისბუკ სტატუსს ეხმაურება, რომლის თანახმად უგულავამ სოციალურ ქსელში ახალი ფორმულა გამოაქვეყნა: „ყველა მინუს „ოცნება“, თუნდაც გახარია“.


ანალიტიკოსი დაინტერესდა, ხომ არ არის გიორგი გახარია უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ სიტუაციური მოკავშირე:


„წინასაარჩევნოდ, გიგი უგულავამ სოცქსელში გამოაქვეყნა ახალი ფორმულა და პრაქტიკულად მოწოდება - ყველა მინუს „ოცნება“, თუნდაც გახარია. საკითხავია, ხომ არ არის გიორგი გახარია „ტროას ცხენი“ იმისთვის, რომ ადგილობრივ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მიიღოს ის ე.წ. 43 %-იანი ჩამკეტი და დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები? საზოგადოებას ზუსტად ეს აინტერესებს. ხომ არ არის ის, თუ არის უკვე, „ნაციონალური მოძრაობის“ სიტუაციური მოკავშირე?“ - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.


digest.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი