რჩევები, რომლებიც მანქანის საწვავის ხარჯის შემცირებაში რეალურად დაგეხმარებათ

03 Jul 2021 11:51

სა­ქარ­თვე­ლო­ში საწ­ვა­ვის ფას­მა ის­ტო­რი­ულ მაქ­სი­მუმს მი­აღ­წია და შე­სა­ბა­მი­სად, საწ­ვა­ვის ხარ­ჯის შემ­ცი­რე­ბა უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის­თვის ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხი გახ­და. ეს შე­იძ­ლე­ბა ბევ­რს არა­რე­ა­ლუ­რად მო­ეჩ­ვე­ნოს, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში თუ მან­ქა­ნას სა­თა­ნა­დოდ გა­მარ­თავთ და ხელს შე­უ­წყობთ, რომ თი­თო­ე­ულ­მა დე­ტალ­მა სწო­რად იფუნ­ქცი­ო­ნი­როს, საწ­ვა­ვის ხარ­ჯის შემ­ცი­რე­ბა სრუ­ლი­ად რე­ა­ლუ­რია.


საწ­ვა­ვის მოხ­მა­რე­ბის შემ­ცი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე უფრო დე­ტა­ლუ­რად სა­სა­უბ­როდ „თე­გე­ტა მო­ტორსს“ მივ­მარ­თეთ, რომ­ლის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კონ­სულ­ტან­ტე­ბიც გირ­ჩე­ვენ, რა უნდა გა­ა­კე­თოთ, რომ მან­ქა­ნა მაქ­სი­მა­ლუ­რად ეკო­ნო­მი­უ­რი იყოს.


დრო­უ­ლად გა­მოც­ვა­ლეთ ჰა­ე­რი­სა და საწ­ვა­ვისს ფილტრე­ბი

ძრა­ვის ჰა­ე­რის ფილტრის გა­მარ­თუ­ლო­ბა პირ­და­პირ კავ­შირ­შია საწ­ვა­ვის მოხ­მა­რე­ბას­თან. ძრავ­ში შე­სუ­ლი საწ­ვა­ვის ასა­ფეთ­ქებ­ლად სა­ჭი­როა ჟანგბა­დი, ანუ ჰა­ე­რის მი­წო­დე­ბა ყო­ველ­თვის გა­მარ­თუ­ლად უნდა ხდე­ბო­დეს. თუ ჰა­ე­რის ფილტრი გა­მო­საც­ვლე­ლია, მა­შინ ძრავ­ში ჰა­ე­რი და შე­სა­ბა­მი­სად, ჟაგ­ბა­დი და­ბა­ლი ნა­კა­დით ხვდე­ბა. ხოლო რაც უფრო და­ბა­ლი ნა­კა­დით მი­ე­წო­დე­ბა ჟანგბა­დი ძრავს, მით მეტი საწ­ვა­ვი სჭირ­დე­ბა, რომ სა­სურ­ვე­ლი სიმ­ძლავ­რე გა­მო­ი­მუ­შა­ოს. შე­სა­ბა­მი­სად, თუ ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში თქვენს ავ­ტო­მო­ბილს 7 ლ. 

საწ­ვა­ვი სჭირ­დე­ბა 100 კმ მან­ძი­ლის და­სა­ფა­რად, ჰა­ე­რის ფილტრის და­ბინ­ძუ­რე­ბის დროს ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა 10 ლ–მდეც კი გა­ი­ზარ­დოს.


სწო­რად შე­არ­ჩი­ეთ სა­ბუ­რა­ვე­ბი

შე­იძ­ლე­ბა გა­გიკ­ვირ­დეთ კი­დეც, თუ რა კავ­ში­რია სა­ბუ­რა­ვებ­სა და მოხ­მა­რე­ბულ საწ­ვავს შო­რის, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად მათ შო­რის კავ­ში­რი საკ­მა­ოდ დი­დია. მან­ქა­ნა გზის სა­ვალ ზე­და­პირს მხო­ლოდ სა­ბუ­რა­ვით ეხე­ბა და შე­ხე­ბის დროს ხა­ხუ­ნის ძალა წარ­მო­იქ­მნე­ბა. რაც მე­ტია ხა­ხუ­ნის ძალა, მით მეტი ენერ­გია სჭირ­დე­ბა მან­ქა­ნას. შე­სა­ბა­მი­სად, რაც უფრო უხე­ში, დიდი და მძი­მეა სა­ბუ­რა­ვი, მით მეტი ენერ­გია, სიმ­ძლავ­რე და საწ­ვა­ვი სჭირ­დე­ბა მას გა­და­სა­ად­გი­ლებ­ლად. ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ბუ­რა­ვე­ბის მწარ­მო­ებ­ლებ­მა ტექ­ნო­ლო­გია დახ­ვე­წეს და და­ი­წყეს ისე­თი სა­ბუ­რა­ვე­ბის წარ­მო­ე­ბა, რო­მელ­საც ნაკ­ლე­ბი ხა­ხუ­ნის ძალა აქვს. შე­სა­ბა­მი­სად, ნაკ­ლე­ბი ენერ­გია და საწ­ვა­ვი სჭირ­დე­ბა მან­ქა­ნას. ისი­ნი საწ­ვა­ვის მოხ­მა­რე­ბას და­ახ­ლო­ე­ბით 3%–ით ამ­ცი­რე­ბენ. მსგავ­სი სა­ბუ­რა­ვე­ბი მხო­ლოდ სტან­დარტ კლა­სის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვი­საა ხელ­მი­საწ­ვდო­მი.


გა­ას­წო­რეთ სა­ბუ­რა­ვე­ბის ნა­ხა­რი ანუ ე.წ. რაზ­ვა­ლი

რაზ­ვა­ლის გას­წო­რე­ბა ნიშ­ნავს, რომ სა­ბუ­რა­ვე­ბი სწო­რად უნდა ეხე­ბო­დეს გზის სა­ვალ ზე­და­პირს და გა­დახ­რა არც ერთ მხა­რეს არ უნდა ფიქ­სირ­დე­ბო­დეს. თუ სა­ბუ­რა­ვე­ბი რო­მე­ლი­მე მხა­რეს გა­დახ­რი­ლია და არას­წო­რად ედე­ბა ზე­და­პირს, მა­შინ თა­ვი­სუ­ფა­ლი სვლა უფრო შე­ზღუ­დუ­ლია და ძრავ­საც მეტი ძალა და შე­სა­ბა­მი­სად, მეტი საწ­ვა­ვი სჭირ­დე­ბა, რომ წი­ნა­ღო­ბა და ხა­ხუ­ნის ძალა დაძ­ლი­ოს. ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გახ­სოვ­დეთ, რომ რაზ­ვა­ლის გას­წო­რე­ბა მხო­ლოდ სა­ბუ­რა­ვე­ბის არას­წო­რი ცვე­თის პრობ­ლე­მას კი არ მო­გიგ­ვა­რებთ, არა­მედ წვა­საც შე­გიმ­ცი­რებთ.


დრო­უ­ლად გა­მოც­ვა­ლეთ აა­ლე­ბის სან­თლე­ბი ანუ ე.წ. სვე­ჩე­ბი

აა­ლე­ბის სან­თლე­ბი წარ­მოქ­მნის ნა­პერ­წკალს, რო­მე­ლიც შემ­დეგ ძრავ­ში შე­სულ საწ­ვავს აფეთ­ქებს. ნა­პერ­წკლის წარ­მოქ­მნა ხდე­ბა მუდ­მივ რე­ჟიმ­ში, რო­დე­საც მან­ქა­ნა და­ქო­ქი­ლია. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში კი აა­ლე­ბის სან­თლე­ბი ცვდე­ბა და ნა­პერ­წკლის წარ­მოქ­მნა ისე­თი ინ­ტენ­სი­უ­რი და ძლი­ე­რი აღა­რაა. სუს­ტი და იშ­ვი­ა­თი ნა­პერ­წკა­ლი კი საწ­ვავს სრუ­ლად ვე­ღარ წვავს და და შე­სა­ბა­მი­სად, ძრავ­ში შე­სუ­ლი საწ­ვა­ვის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი იკარ­გე­ბა. 


ეს კი საწ­ვა­ვის ზედ­მე­ტი ხარ­ჯია. ამი­ტომ აა­ლე­ბის სან­თლე­ბის დრო­უ­ლად გა­მოც­ვლა მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მისი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ვადა და­მო­კი­დე­ბუ­ლია თა­ვად პრო­დუქ­ტის ხა­რისხსა და მე­ტალ­ზე, რომ­ლის­გა­ნაც ის დამ­ზა­დე­ბუ­ლია.


საწ­ვა­ვის ხარ­ჯის შე­სამ­ცი­რებ­ლად თი­თო­ე­უ­ლი ამ დე­ტა­ლის გა­მარ­თუ­ლო­ბის შე­მოწ­მე­ბი­სა და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­მოც­ვლის შემ­დეგ მან­ქა­ნას გარ­კვე­უ­ლი სერ­ვი­სე­ბიც უნდა ჩა­უ­ტა­როთ. ეს არის გეგ­მი­უ­რი სერ­ვი­სე­ბი, რო­მელ­თა წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ ჩა­ტა­რე­ბი­თაც, საწ­ვა­ვის ხარჯს შე­ამ­ცი­რებთ.


გაწ­მინ­დეთ თა­ვი­სუ­ფა­ლი სვლის რე­გუ­ლა­ტო­რი

თა­ვი­სუ­ფა­ლი სვლის რე­გუ­ლა­ტო­რი ცნო­ბი­ლია რო­გორც დრო­სე­რი. ეს პრო­ცე­დუ­რა ძრავ­ში შე­მა­ვალ ჰა­ერს უკავ­შირ­დე­ბა. ჰა­ე­რი, რო­მე­ლიც გა­ივ­ლის ძრავ­ში შე­მა­ვა­ლი ჰა­ე­რის ფილტრს, შემ­დეგ აწ­ვე­ბა პა­ტა­რა კა­რე­ბი­ვით დე­ტალს, რო­მე­ლიც წნე­ვით უნდა გა­ი­ღოს. თუმ­ცა თუ ამ ე.წ. კა­რებ­თან ჭუ­ჭყი დაგ­როვ­დე­ბა და აღარ და­ი­კე­ტა, მილ­ში ჰა­ე­რი უკონ­ტრო­ლოდ შევა. რაც მეტი ჰა­ე­რი შევა ძრავ­ში, მით მეტ საწ­ვავს შე­უშ­ვებს პროგ­რა­მა, რად­გან ჰა­ე­რის და საწ­ვა­ვის მოხ­მა­რე­ბა პრო­პორ­ცი­უ­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, თუ თა­ვი­სუ­ფა­ლი სვლის რე­გუ­ლა­ტორს სის­ტე­მა­ტი­უ­რად არ გა­აწ­მენ­დი­ნებთ, საწ­ვა­ვის ხარ­ჯი ხე­ლოვ­ნუ­რად გა­გეზ­რდე­ბათ.


შე­ა­მოწ­მეთ ჰა­ერმ­ზო­მი

ჰა­ერმ­ზო­მი დე­ტა­ლია, რო­მე­ლიც ძრავ­ში შეშ­ვე­ბუ­ლი ჰა­ე­რის მო­ცუ­ლო­ბა­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. თუ ეს მო­წყო­ბი­ლო­ბა გა­მარ­თუ­ლად არ იმუ­შა­ვებს, ჰა­ე­რი ხან მეტი შევა ძრავ­ში, ხან ნაკ­ლე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, გა­იზ­რდე­ბა საწ­ვა­ვის ხარ­ჯი და არც მან­ქა­ნა იმუ­შა­ვებს გა­მარ­თუ­ლად. შე­იძ­ლე­ბა, პე­რი­ო­დუ­ლად უსი­ა­მოვ­ნო დე­ტო­ნა­ცი­აც კი იგ­რძნოთ ხოლ­მე.


„თე­გე­ტა მო­ტორსში“ გან­მარ­ტა­ვენ, რომ მათ­თან ხში­რად მი­დი­ან მომ­ხმა­რებ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც საწ­ვა­ვის გაზ­რდი­ლი მოხ­მა­რე­ბა აწუ­ხებთ და მათ ავ­ტო­მო­ბი­ლებს სტან­დარ­ტუ­ლად თი­თო­ე­უ­ლი ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი პრო­ცე­დუ­რა უტარ­დე­ბათ. შე­დე­გად კი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის 90%–ს საწ­ვა­ვის მოხ­მა­რე­ბა საგ­რძნობ­ლად უმ­ცირ­დე­ბა.


ამბები.ge




კომენტარები:

ფართი შოპი