მუხიანის აგარაკებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა

03 Jul 2021 12:12

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს. მუხიანის აგარაკებზე დედაქალაქის მერიისა და გამგეობის მიერ არაერთი პროექტი განხორციელდა.


მათ შორის, გურიის აღმართსა და გამარჯვების ქუჩის მონაკვეთზე მოეწყო წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელები. 2 344 კვადრატულ მეტრ ფართობზე კი, ბეტონის გზა  დაიგო, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 193 878  ლარი დაიხარჯა.


ამასთან, შესაბამისი სამუშაოები ჩატარდა გამარჯვების ქუჩისა და გურიის აღმართამდე მისასვლელ გზაზეც, სადაც  1 204  კვ.მეტრ ფართობზე ორი ფენა ასფალტის საფარი დაიგო. პროექტისთვის  61 327   ლარამდე დაიხარჯა.





კომენტარები:

ფართი შოპი