გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს. მუხიანის აგარაკებზე დედაქალაქის მერიისა და გამგეობის მიერ არაერთი პროექტი განხორციელდა.
მათ შორის, გურიის აღმართსა და გამარჯვების ქუჩის მონაკვეთზე მოეწყო წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელები. 2 344 კვადრატულ მეტრ ფართობზე კი, ბეტონის გზა დაიგო, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 193 878 ლარი დაიხარჯა.
ამასთან, შესაბამისი სამუშაოები ჩატარდა გამარჯვების ქუჩისა და გურიის აღმართამდე მისასვლელ გზაზეც, სადაც 1 204 კვ.მეტრ ფართობზე ორი ფენა ასფალტის საფარი დაიგო. პროექტისთვის 61 327 ლარამდე დაიხარჯა.