17 პუნქტი ირმა ინაშვილისგან

03 Jul 2021 12:44

,,პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი:


“ქართული ოცნების” მმართველობის 9 წელმა მოიტანა:


  1. საზოგადოებაში უპერსპექტივობისა და უიმედობის განცდა!
  2. უსამართლობის განცდა!
  3. უნიჭო და მდაბიო პოლიტიკური თამაშები!
  4. დასჯის ნაცვლად, დასასჯელთა დაწინაურება!
  5. არჩევნებისადმი სრული უნდობლობა!
  6. პარლამენტის ავტორიტეტის დაცემა და გაფარჩაკება.
  7. მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მრავალმიმართულებიანი კამპანიის ხელშეწყობა.
  8. ეკლესიისა და მისი სამღვდელოების დისკრედიტაციის წახალისება.
  9. უცხოელი პარტნიორების გაფეტიშება იმ ზომამდე, რომ შარლ მიშელის შეთანხმებას ლამის კონსტიტუციის წონა მიანიჭეს, ხოლო ელჩების დიდ ნაწილს ვერავინ უბედავს შეხსენებას: ეს სუვერენული სახელმწიფოა და არა ბანანის რესპუბლიკა. რა ვართ, ესეც საკითხავია.
  10. განათლების სისტემის სრული განადგურება, განათლების დონის დაცემა.
  11. უკიდურესი სიღარიბე და შიმშილი.
  12. შემოქმედებითობის, კრეატიულობის, ნოვატორული იდეების კვდომა. მეცნიერების ღრმა კრიზისი.
  13. ჯანდაცვაში ხედავთ, რაც ხდება.
  14. სოხუმსა და ცხინვალზე მხოლოდ ლაყაფი.
  15. საზოგადოებაში ნეგატიური გრძნობების: ღვარძლის, აგრესიის, არაკეთილშობილების, არაკაცობის, უსინდისობის, საბოლოო ჯამში, უღმერთობის გაღვივება.
  16. 5 ივლისის მარშზეც შეთანხმებულნი არიან.


და ეს ყველაფერი მხოლოდ მცირე ჩამონათვალია…”


ალია




კომენტარები:

ფართი შოპი