„ჩემს სინდისთან უნდა ვიყო მართალი... ამიტომ გაფრთხილებთ“...- დავით გადელია

03 Jul 2021 12:53

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში წერს რომ კოვიდით ინფიცირებულთა მაჩვენებელი გაიზარდა.


ექიმი საზოგადოებას მოუწოდებს არ მოადუნონ ყურადღება და ხალხმრავალ ადგილებში სიარულისგან თავი შეიკავონ.


„შეიძლება ვიღაც ვიგინდარებმა გამლანძღონ, ან ის საყვარელი და დიდი ხნის მეგობრები გამინაწყენდნენ, ჩემზე უკეთ რომ იციან ეპიდემიოლოგია, მაგრამ ჩემს სინდისთან უნდა ვიყო მართალი და ამიტომ გავაფრთხილო თანამემამულენი:


– არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს მოადუნოთ ყურადღება - გადაყაროთ პირბადეები, ან დასასვენებლად წახვიდეთ ხალხმრავალ ადგილებში.


გირჩევთ მუდმივად გეკეთოთ პირბადე, თუ მარტო არ ხართ. მათ შორის ქუჩაში. მოერიდეთ პანაშვიდებს და მით უფრო ადგილებს, სადაც ბევრი ადამიანი ერთად იკვებება.


ჩვენი კლინიკის მოთხოვნის მიხედვით ვგრძნობ, რომ დაავადებულთა რიცხვი მატულობს”,- წერს დავით გადელია ფეისბუკში.


digest.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი