სად იქნება ყველაზე ძლიერი სიცხე დღეს საქართველოში - ამინდის პროგნოზი რეგიონების მიხედვით

03 Jul 2021 14:23

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა, დღის საათებში, დასავლეთ საქართველოს დაბლობში +29, +34, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +32, +37 გრადუსი იქნება.

დღევანდელი ამინდი რეგიონების მიხედვით:

დღეს ბათუმში 30, ფოთში კი 31 გრადუსი სითბო იქნება.

+32 გრადუსია მოსალოდნელი სოხუმში.

ზუგდიდში ჰაერი 36 გრადუსამდე გათბება.

+32 გრადუსია ნავარაუდევი ახალციხეში.

38 გრადუსი სიცხე იქნება ქუთაისში.

ლენტეხში +29, ცაგერში +33, ამბროლაურში კი +34 გრადუსია მოსალოდნელი.

32 გრადუსამდე გათბება ჰაერი ცხინვალში.

გორში 35 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი.

+37 გრადუსი იქნება თბილისში.

რუსთავში 38 გრადუსი სიცხეა მოსალოდნელი.

34 გრადუსამდე გათბება ჰაერი თელავში.

სიღნაღში +33, ხოლო ყვარელში +35 გრადუსია ნავარაუდევი.


რეზონანსი




კომენტარები:

ფართი შოპი