გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა, დღის საათებში, დასავლეთ საქართველოს დაბლობში +29, +34, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +32, +37 გრადუსი იქნება.
დღევანდელი ამინდი რეგიონების მიხედვით:
დღეს ბათუმში 30, ფოთში კი 31 გრადუსი სითბო იქნება.
+32 გრადუსია მოსალოდნელი სოხუმში.
ზუგდიდში ჰაერი 36 გრადუსამდე გათბება.
+32 გრადუსია ნავარაუდევი ახალციხეში.
38 გრადუსი სიცხე იქნება ქუთაისში.
ლენტეხში +29, ცაგერში +33, ამბროლაურში კი +34 გრადუსია მოსალოდნელი.
32 გრადუსამდე გათბება ჰაერი ცხინვალში.
გორში 35 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი.
+37 გრადუსი იქნება თბილისში.
რუსთავში 38 გრადუსი სიცხეა მოსალოდნელი.
34 გრადუსამდე გათბება ჰაერი თელავში.
სიღნაღში +33, ხოლო ყვარელში +35 გრადუსია ნავარაუდევი.
რეზონანსი