პარლამენტის წევრს დავით ზილფიმიანს გულზე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ამ მიზეზით, დავით ზილფიმიანი გარკვეული პერიოდით, საპარლამენტო საქმიანობაში ვერ იქნება ჩართული.
დავით ზილფიმიანი რეანიმაციულ განყოფილებაში, ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება.
რეზონანსი