საჭირო ინგრედიენტები: 70 გრამი შაქარი, 1 კონა პიტნა, 1,5 ლიტრი წყალი, 1 ლიმონი, ყინულები.
მომზადების წესი: ქვაბში მოათავსეთ პიტნა და შაქარი. დაასხით მდუღარე წყალი და დააყენეთ 10-15 წუთი თავდახურული. თუ მოგწონთ პიტნის მძაფრი არომატი, უფრო მეტხანსაც შეგიძლიათ დატოვოთ, თუ არა, ამოიღეთ ტოტები სითხიდან და შეაგრილეთ. შემდეგ ჩააწურეთ მთლიანი ლიმონის წვენი, გაწურეთ და მაცივარში კარგად გააცივეთ. სუფრაზე მიიტანეთ ბევრი ყინულითა და ლიმონის რამდენიმე ნაჭრით. თქვენი გემოვნებით, შაქრის ნაცვლად, შეგიძლიათ, თაფლი დაამატოთ.
თბილისელები