როგორ შეხვდა მეუღლე, დაურეკა თუ არა ასმათს და როგორ მოიმატა ერთ დღეში კილო-ნახევარი – ინტერვიუ გოგი წულაიასთან

03 Jul 2021 17:07

ოპოზიციონერი გოგი წულაია, რომელიც ქალზე ძალადობის ბრალდებით იყო დაკავებული, ციხიდან რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს.

 

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, როგორ გააგრძელებს წულაია პოლიტიკურ კარიერას, როგორ მიიღო ოჯახმა მომხდარი ფაქტი და აპატია თუ არა მეუღლემ ჩადენილი საქციელი, ამ და სხვა საკითხებზე გოგი წულაიას ვესაუბრეთ.

 

-ბატონო გოგი, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, თვალშისაცემი გახდა თქვენი ვიზუალური მდგომარეობა. როგორ დაიკელით ციხეში 20-25 კილო?

 

– პირველად 14 დღე ვიშიმშილე, შემდეგ შევწყვიტე შიმშილობა და მერე 7 დღე ისევ უარი ვთქვი საჭმელზე. შიმშილობამ დამაკლებინა და გამხადა ამ ფორმის.

 

მე ვერ ვჭამდი ციხის საჭმელს, განსაკუთრებით ცომეულს და ფორმა ასე შევინარჩუნე. თუმცა გუშინ მომიწია მეგობართან სადილობა და კილო-ნახევარი უცებ მოვიმატე.

 

-ციხიდან გამოსვლის შემდეგ, განაცხადეთ, რომ ქალბატონ ასმათს მომხდარი ფაქტი აპატიეთ. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ხომ არ გქონიათ მასთან კომუნიკაცია?

 

– არა. ისედაც, სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ მასთან კონტაქტი აკრძალული მაქვს. ასე რომც არ ეწეროს, რა თქმა უნდა, მასთან კონტაქტს არ ვეცდები.

 

– როგორ შეხვდით თქვენს მიმართ საზოგადობის უარყოფით განწყობას?

 

– როდესაც ხელისუფლება ადამიანებს აჩვენებს, რომ ვიღაცა ვიღაცაზე ძალადობს, მითუმეტეს, თუ ის ქალბატონია, რა თქმა უნდა, განწყობა ცუდი იქნება, მეც ასეთი განწყობა მექნებოდა. ძალიან ბევრი ამბობდა, რომ გოგის ეს ყველაფერი მოუწყვეს.

 

შევარდნაძის დროიდან მოყოლებული იყო იარაღის ჩადების, ადამიანების დაჭერის ტექნოლოგია მოწყობილი, მე პირდაპირ ქალი ჩამიდეს.

 

-საპატიმროდან გაავრცელეთ წერილი, რომელშიც თქვენს მეუღლეს პატიება სთხოვეთ, გაპატიათ მან?

 

-ჩვულებრივად ოჯახში ვართ ერთად, მას უჭირს პატიება, მაგრამ ეს პროცესი დაწყებულია და მტრის გულის გასახეთქად, ჩვენ არ დავცილდებით, არ ვიჩხუბებთ და ვიქნებით ერთად. მთელი ცხოვრება ვიქნები მის წინაშე ღვაწლში, მონანიებაში. ჩვენ მოვახერხებთ, რომ ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, ერთად ვიცხოვროთ.

 

-პოლიტიკურ საკითხზეც გკითხავთ, ხომ არ აპირებთ ქუთაისის მერობისთვის ბრძოლას?

 

-თუ ჩათვლიან საჭიროდ, რომ მე მაქვს არჩევნების მოგების შანსი, რატომ ვიტყვი უარს. ვნახოთ, თუ რამე, ქუთაისში ვიყრი კენჭს, რადგან ეს ქალაქი მაინც ჩემია. თუ არადა, მე საკრებულოს წევრობაზე ან თავმჯდომარეობაზეც ვიქნები თანახმა. გავმართავთ მოლაპარაკებებს და იმის მიხედვით გადავწყვეტთ.

 



კომენტარები:

ფართი შოპი