სირიის მთავრობამ, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა

30 May 2018 14:11

 29 მაისს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დაურ კოვემ განაცხადა, რომ აფხაზეთმა და სირიის რესპუბლიკამ საელჩოების დონეზე დაამყარეს დიპლომატიური ურთიერთობები, რაც ადასტურებს საერთო სწრაფვას ყველა სფეროში ურთიერთობების განვითარებისკენ. 29 მაისს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა კომუნიკე, რომლის თანახმად, „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ და სირიის არაბთა რესპუბლიკამ გამოაცხადეს ურთიერთაღიარება და დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს.“ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარებული აქვთ რუსეთს, ვენესუელას, ნიკარაგუას და ნაურუს. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა 2011 წელს აღიარეს ვანუატუმ და ტუვალუმ, თუმცა, მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება გააუქმეს.


radiotavisupleba.ge


კომენტარები:

ფართი შოპი